51-ე სკოლის მასწავლებლის ინფორმაციით, მე-12 კლასელებს შორის დაპირისპირება „სკოლის კართან შეჯახების“ შემდეგ დაიწყო

თვითმხილველები 51-ე საჯარო სკოლასთან, მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბრობენ.

როგორც თვითმხილველი, ერთ-ერთი პედაგოგი ყვება, მე-12 კლასელები ერთმანეთს სკოლის გამოსასვლელ კარში შეეჯახნენ და კამათი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. სკოლის პედაგოგი კატეგორიულად გამორიცხავს დანის გამოყენებას.

მისი თქმით, ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა და ინციდენტი მალევე აღიკვეთა გართულებების გარეშე. ინციდენტში მონაწილე ბავშვები ამჟამად სახლებში იმყოფებიან.

ადგილზე ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ ბავშვებს შორის ინციდენტი არა შეჯახების, არამედ ვიდეორგოლის გამო დაიწყო, რომელიც მე-12 კლასელებმა გამოსაშვებ ღონიძიებაზე გაუშვეს და რომელშიც ქურდული მენტალიტეტი იყო გაშარჟებული, თუმცა მშობლების ნაწილი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.

თავს მხრივ, შსს-ს ინფორმაციით, 51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ერთ-ერთი მოსწავლის დაჭრის ფაქტი არ დასტურდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მოზარდების შორის დაპირისპირების საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიცია ამჟამად შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბი მეთორმეტეკლასელებს შორის მოხდა და დაპირისპირებაში მოზარდების რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა