რაგბიში აფხაზეთის ღია პირველობა დასრულდა

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის რაგბის ფედერაციის ორგანიზებით, რაგბიში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ გუნდები: „ადიგენი“, „ახალციხე“, „ახალქალაქი“, „პტენა“, „აწყური“, „ასპინძა“, „ნაქალაქევი“, „ბორჯომი“, „ზუგდიდი 1“ და „ზუგდიდი 2“.

შეჯიბრებაში პირველი ადგილი „ზუგდიდი 1-მა“ დაიკავა, მეორე ადგილის მფლობელი „ბორჯომი“ გახდა , ხოლო მესამე ადგილს- „ადიგენის“ გუნდი დაეუფლა. გამარჯვებული კლუბები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

შეჯიბრს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტი როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო