კახაბერ გვანცელაძე - მინდა დავამშვიდო მშობლები, რომ ბაღების კვებით მომარაგებაში შეფერხება არ იქნება - დაცული იქნება პროდუქტის ხარისხი და კვების სტანდარტები

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში საკვები პროდუქტი შეუფერხებლად შევა.

როგორც გვანცელაძე აცხადებს, დაცული იქნება პროდუქტის ხარისხი და კვების სტანდარტები.

„როგორც უკვე იცით, კომპანია „ნილს“ დღეიდან უწყდება ხელშეკრულება. მინდა დავამშვიდო მშობლები, რომ ბაღების კვებით მომარაგებაში შეფერხება არ იქნება. საბავშვო ბაღების ადმინისტრაციები თავად უზრუნველყოფენ გარკვეული პერიოდით ხელშეკრულებების გაფორმებას მომმარაგებელ კომპანიებთან და პროდუქტი შევა ბაღებში შეუფერხებლად. დაცული იქნება პროდუქტის ხარისხი და კვების სტანდარტები“, - აცხადებს გვანცელაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და დაგვიანებით აწვდიდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა