„საქართველოს ბანკი“ იპოთეკურ სესხზე ახალ აქციას იწყებს

„საქართველოს ბანკმა“ იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ის, ვინც 2019 წლის 20 მაისიდან ისარგებლებს „საქართველოს ბანკის“ იპოთეკური სესხით, ჩაერთვება აქციაში - „ჩემი პირველი სახლი“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, აქციის ფარგლებში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარის ვალუტაში იქნება 7% (2 წელი ფიქსირებული), ეფექტური 8.77%-დან.

„საქართველოს ბანკის” ახალი, ყველაზე დაბალ პროცენტიანი იპოთეკური სესხით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც პირველად იძენს საცხოვრებელ უძრავ ქონებას.

„ვისაც აქვს სურვილი, სწორედ ახალი აქციის ფარგლებში შეიძინოს ბინა, აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარი ბინა ყოველთვიური ქირის ფასად და დაივიწყოს კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი.

აქციის და იპოთეკური სესხის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge ან დაუკავშირდით საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს: 0322444444,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო