„სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ესაა ფუჭი ოცნება“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „შენების მოძრაობის“ მთავარი ამოცანა, „ოცნების“ დამარცხებაა და მისი მოძრაობის წევრები, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, არანაირი ტიპის აქციაში მონაწილეობას არ გეგმავენ.
„მე ვიცი „შენების მოძრაობის“ გეგმები. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის და ზუსტად ვიცით, რომ სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ესაა ფუჭი ოცნება. ჩვენ კი „ოცნება“ გვყავს დასამარცხებელი.
ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 2003 წლის ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა. მას შემდეგ 15 წელია მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.