ფერმერებს ბოსტნეული კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

ბოსტნეული კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ფერმერებს, აგრარული დარგის სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგის მონაწილეები პომიდვრის, ტკბილი წიწაკისა და ბადრიჯნის მყნობის საერთაშორისო სტანდარტებსა და მეთოდებს გაეცნენ. მათ მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნეული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბოსტნეულის მყნობა არის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ერთი ოჯახის შიგნით დაავადებებისადმი გამძლე საძირისა და სასურველი ჯიშის/ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირებას, რაც მცენარეების დაავადებებისგან დაცვას, ვეგეტაციის გახანგრძლივებასა და მოსავლიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.

„ჩითილების დამყნობის ახალი ტექნოლოგია ფუზარიოზით დაავადებულ ნიადაგში ქიმიკატების გარეშე ბოსტნეული კულტურების მოყვანის ერთადერთი შესაძლო მეთოდია. აღნიშნული დაავადება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მოსავლიანობას. ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის გზით კი ფერმერები შეძლებენ მოსავლიანობის გაზრდას.“-ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფერმერებისთვის რეგულარულად ატარებს უფასო სასწავლო კურსებს, რომელიც როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სწავლებას მოიცავს. მონაწილეობის მსურველებს სააპლიკაციო ფორმის შევსება უწყების ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო