ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ მოდილიანისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა

მეზეუმების საერთაშორისო დღეს, პროექტის „დიდი მხატვრების შედევრები“ ფარგლებში, „პალიტრა მედიისა“ და „ხელოვნების სასახლის“ ორგანიზებით, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ იტალიელი მხატვრის - ამადეო მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L”-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ხელოვნების სასახლემ სტუმრებს 18 მაისს მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლა. საღამო გაიხსნა სუხიშვილების ანსამბლის მიერ შესრულებული ცეკვით - ლაზური.

ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გახსნა გამოფენა - „ქართული ეროვნული სამოსი - ისტორია და თანამედროვეობა“. ექსპოზიციის ფარგლებში, ხელოვნების სასახლეში დაცულ ისტორიულ კოსტიუმებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ნაციონალური სამოსის სახლის მიერ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ქართული სამოსიც.

სასახლის წითელ ხალიჩაზე ქართველმა დრამერებმა წარმოადგინეს დასარტყამი და სასულე საკრავების შოუ.

დღის დასასრულს კი მოსულმა სტუმრებმა „უკვდავთა ბაღში“ გადაინაცვლეს, სადაც საღამო დიდ ეკრანზე ფილმის ჩვენებით დასრულდა.

სტუმრებს, ფილმის ჩვენებამდე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ტილოები, რომლებიც „დიდი მხატვრების შედევრების“ ფარგლებში გამოიცა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოდილიანის სამი შედევრიც: “ჟანა ებიუტერნი", "დედიეს პორტრეტი" და “მწოლიარე შიშველი ქალი”, რომელიც 20 მაისს უკვე გამოვიდა.

მე-20 საუკუნის, ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ამადეო მოდილიანი პროექტის „დიდი მხატვრების შედევრები“ მე-5 რჩეული მხატვარია.

შეგახსენებთ, რომ პროექტის „დიდი მხატვრების შედევრების“ ფარგლებში, თვეში ერთხელ გამოიცემა ორიგინალთან მიახლოებული ანალოგები, რომლებიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

სასურველ მხატვარსა და მის ნამუშევრებს ირჩევს საზოგადოება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს