საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანია-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს. მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილეს და ხაზი გაუსვეს განათლების, ეკონომიკის, ტურიზმისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბუნდესტაგის წევრებს საქართველოში არსებული ვითარება გააცნო და ბოლო წლებში, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის, ასევე, განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრა. ამ კონტექსტში, ყურადღება საკონსტიტუციო და განათლების რეფორმებზე გამახვილდა.

ირაკლი კობახიძემ გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, გერმანიის მიერ შეტანილ წვლილს გაუსვა ხაზი.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველი ერის მტკიცე ნება და მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზანი ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე, საქართველოს სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ მდებარეობას და იმ როლს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში ასრულებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა