მარიამ ქვრივიშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს უფასო ტრენინგების პროგრამა გააცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში პრეზენტაციით წარდგა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართული ღონისძიების მიზანი ტურიზმის სფეროში საგანმანათლებლო და სატრენინგო პროექტებისა და გეგმების შესახებ სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

„შეხვედრაზე სახელწოდებით „პროფესიული განათლება ტურიზმის სექტორში“ მარიამ ქვრივიშვილმა ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელებული უფასო სატრენინგო პროგრამების შესახებ ვრცლად ისაუბრა.

ტურიზმის სფეროში პროფესიული გადამზადების უწყვეტი პროცესის შესახებ ქვრივიშვილის პრეზენტაციას ტურისტული კომპანიების და სასტუმრო ბიზნესის 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართული ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. საზოგადოებას სიტყვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მიმართა“, - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა