კრისტინ ლაგარდი  და კობა გვენეტაძე ტექნოპარკში ახალგაზრდა მეწარმეებს ხვდებიან

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (ტექნოპარკი), საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ახალგაზრდა მეწარმეებს ხვდებიან.

კრისტინ ლაგარდმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა, ამ წუთებში კი ახალგაზრდა სტარტაპერებს ხვდება და მათი ბიზნესის შესახებ ეცნობა ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ ვიზიტის ფარგლებში კრისტინ ლაგარდი უკვე შეხვდა სტუდენტებს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. დღესვე, სსფ-ს მმართველმა დირექტორმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი პირველი სამუშაო ვიზიტით საქართველოს 19 მაისს ეწვია და მისი ვიზიტი ხვალ 21 მაისს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო