ანონსი 21 მაისი

21 მაისს, 02:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების რეპეტიცია ჩატარდება.

მის.: თავისუფლების მოედანი (ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან)

საკონტაქტო: ირაკლი გურგენიძე - 577 19 88 66

21 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს სტანისლავ კარჩევსკის შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

21 მაისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის პროცესი გაიმართება.

21 მაისს, 10:30 საათზე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილს წარუდგენენ.

მის: თელავის ქ.20, „შერატონ მეტეხი პალასი“

21 მაისს, 10:30 საათზე, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

21 მაისს, 10:45 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

21 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, გაიმართება შეხვედრა მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები კომენტარს გააკეთებენ მედიისთვის.

21 მაისს, 11:00 საათზე, მთაწმინდის შეალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატი სოფიო ხორგუანი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

21 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივნის, ლევან სამუშიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შედეგები. მეორე ტური მთაწმინდაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპროტესტო აქციების დაანონსება.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შედეგები. ოპოზიციის გეგმები. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპროტესტო აქციების დაანონსება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 მაისს, 12:00 საათზე, ვეტერანი ფეხბურთელები: მანუჩარ მაჩაიძე და რევაზ ძოძუაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

გარიგებული მატჩებისთვის 12 ფეხბურთელის დაკავება.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

21 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

21 მაისს, 12:00 საათზე, წყალტუბოში (სასტუმრო “წყალტუბო სპა რესორტი“), პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინიციატივით სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმი - “რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ ჩატარდება.

21 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით საქართველოს კიდევ ერთი წარმატების შესახებ ბრიფინგს გამართავს.

მის: სანაპიროს #4

21 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

21 მაისს, 13:00 საათზე, 51-ე საჯარო სკოლის მშობლები, მოსწავლეები და გავრცელებული კლიპის რეჟისორი, რომლის გამოც სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

21 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

21 მაისს, 13:00-14:00 საათზე, სასტუმრო “წყალტუბო სპა რესორტში“, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმში - ,,რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“.

21 მაისს, 14:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მთაწმინდის საარჩევნო შტაბში ბრიფინგს გამართავს.

21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

21 მაისს, 16:00 საათზე, სასტუმრო „წყალტუბო სპა რესორტში“ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმის, „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები“ დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეოსმბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე გახსნის პანელს „რეგიონებში ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები“.

მის. წყალტუბო, რუსთაველის გამზირი N23, 5400,

საკონტაქტო: ელენე კერესელიძე 598251991

21 მაისს, 18:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში მხატვარ ნინო ჩაბრაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

მის.: შალვა დადიანის 2/1

21 მაისს, 19:00 საათზე კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი კონცერტზე მისულ სტუმრებს პროგრამას – „მსოფლიო ხალხთა ცეკვები“ წარუდგენს.

ღონისძიებას საქართვლოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს მთავრობის, საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თბილისის საკონცერტო დარბაზი, „ივენთ ჰოლი“

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა