მიხეილ სააკაშვილი - გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება

გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“-მიმართვაში განაცხადა.

მან ისაუბრა 19 მაისის არჩევნების შესახებ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებით დიდი დარტყმა მიიღო.

“სინამდვილეში, გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება, ამაში ვარ დარწმუნებული. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ აქტივისტს, თითოეულ ადამიანს, ვინც მოვიდა ხმის მისაცემად და რაც მთავარია, ვინც დარბოდა თვეები, კვირეები, არაფერს შეეპუა და გუშინ ძალიან მაგრად ეჭირა თავი საარჩევნო უბნებთან და საარჩევნო უბნების შიგნით. ეს ხალხი საქართველოს მომავლის ოქროს რეზერვია და ძალიან მალე თქვენ იქნებით საქართველოს მომავლის განმკარგავი. სინამდვილეში, ივანიშვილმა გუშინ რეალურად დიდი დარტყმა მიიღო და ეს იცით, ისტორიულად რას მახსენებს? 2004 წლის მარტში საქართველოში ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიყავი, ძალიან პოპულარული, მათ შორის აჭარაშიც. იქ ჩავიყვანეთ მრავალი ათასი დამკვირვებელი, სახელისუფლებო ბერკეტების ნაწილი ჩვენს ხელში იყო. ასლან აბაშიძემ არჩევნებში ისეთივე მოგება ჩაიწერა, როგორიც დაახლოებით ივანიშვილმა ჩაიწერა გუშინ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. ზუსტად 2 თვეში იქ გამოვიდა ხალხი და აბაშიძე დამხო. ეს ისტორიის გაკვეთილია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ასლანიზმი დაამყარა.

„ერთი ერთში ჰგავს ივანიშვილი აბაშიძეს, პრაქტიკულად, მან დაამყარა ასლანიზმი საქართველოს მასშტაბით - რეჟიმი დამყარებული დაშინებაზე, მოსყიდვაზე და სხვადასხვა ასეთ შავბნელ მექანიზმზე, მაგრამ ეს არ იმუშავებს. სუს-ი თითოეულ ადამიანს სურათებს უღებდა, ყველა გასასვლელში იდგა, მერე ოჯახებში აკითხავდნენ, ურეკავდნენ, სამსახურებში მათ ნათესავებს აწუხებდნენ - ამას ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს და ეს ლიმიტი ივანიშვილისთვის შაგრენის ტყავივით დნება“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა

მისივე თქმით, არჩევნების დროს ახალგაზრდებისა და ქალების აქტიურობა განსაკუთრებით გამოჩნდა და გამარჯვება ახლოს არის.

„გუშინ 17 წლის ნიკუშა გაბელია დააკავა პოლიციამ, რადგან ძალიან აქტიური იყო თანატოლებთან ერთად. ძალიან საინტერესოდ გამოჩნდნენ ქალებიც. თიკა ბოკუჩავას ხელი ამოუგდეს, სხვა ფიზიკური ზიანი მიაყენეს და წამით არ შეუხრია წარბი. ადამიანი, ვისაც აქვს როგორც გამარჯვების, ისე მარცხის გამოცდილება ვგრძნობ, რომ გამარჯვება ახლოს არის. ბევრი დრო არ გვაქვს, რადგან საქართველო იცლება ხალხისგან და სისხლისგან. გაჩერებისა და ერთი წამით ხელების ჩამოშვების დრო არ არის და საერთოდ, დანებებაზე ფიქრის დროც კი. ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ, თუ ვიღაცას ჩვენზე სწრაფად შეუძლია, წავიდეს წინ და გავყვებით, და თუ არ შეუძლიათ, ნუ შეგვიშლიან ხელს, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ. ახლა ფრონტის გაშლის, წინსვლის, გაშლილობის, ახალი სისხლის, ენერგიის, ხალხის ჩართვის დროა. ყველა ქუჩასა და უბანს უნდა მოვედოთ და ხალხს ვაგრძნობინოთ, რომ ხალხი იმისთვის კი არ გვინდა, რომ ჩვენი მიზნები გადავწყვიტოთ, როგორც ამას ივანიშვილი აკეთებს, არამედ, ვართ იმისთვის, რომ ხალხს დავუდგეთ გვერდზე. ვეთანხმები სანდრას - ახლა უნდა იყოს მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ შეტევა, შეტევა შუშის სასახლეზე. სანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა საქართველოს არ მოშორდება, არჩევნების ჩატარება ნორმალურად არ გამოვა. ხელისუფლება საბოლოო ჯამში არჩევნებით უნდა შეიცვალოს, მაგრამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს ივანიშვილის სისტემის მორყევა, რადგან ჩრდილოვან, არაფორმალურ სისტემაში ფორმალურად სწორად არჩევნებს ვერ ჩაატარებ და ეს მგონი, ელემენტარულია. ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ. ჩვენი ამოცამაა, გავშალოთ ფრონტი, ბევრი ხალხი გვყავდეს და ერთი წამით არ გავჩერდები არსად, მაშინ თქვენთან ერთად, საქართველოში ვიქნები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით