კახა კალაძე - შუალედურ არჩევნებს ტესტს ვერ დავარქმევდი საპარლამენტო არჩევნების წინ

ზუგდიდში არჩევნების მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, - ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ გააკეთა.

მისი თქმით, სამეგრელოში, განსაკუთრებით ზუგდიდში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ჰყავდა დასაყრდენი.

„ზუგდიდში ყოველთვის რთული იყო არჩევნების ჩატარება, ყოველთვის იყო საინტერესო ბრძოლა დაწყებული 2012 წლიდან, დამთავრებული გუშინდელ არჩევნებამდე. თუმცა გეგა შენგელიამ ღირსეულად გაიმარჯვა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ არჩევნების მოგება. ჩვენ არჩევნების წინ ვისმენდით სხვადასხვა განცხადებებს - იყო არეულობის შემოტანის მცდელობა, იყო პროვოკაციების მცდელობა, თუმცა ამის მიუხედავად არჩევნებმა მშვიდ და წყნარ გარემოში, ყოველგვარი დიდი დარღვევების გარეშე ჩაიარა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შუალედური არჩევნების შედარება 2020 წლის არჩევნებთან არ შეიძლება.

„ეს რადიკალურად განსხვავებული არჩევნებია. ვერც ტესტს დავარქმევდი შუალედურ არჩევნებს საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს იყო ჩვეულებრივი შუალედური არჩევნები. ჩვენ გვქონდა მაქსიმალური მობილიზაცია გამოცხადებული და ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ყველა ოლქში გაგვემარჯვებინა, რაც ფაქტობრივად მოვახერხეთ, გარდა მთაწმინდისა“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო