კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ყველაფერი გადაფაროს სიცრუით, „ფეიქნიუსებით“

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაუგებარი და რეალობას აცდენილია მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის განცხადებები. კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ყველაფერი გადაფაროს სიცრუით და „ფეიქნიუსებით“. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ ისაუბრა.

„განცხადებებს და მოწოდებებს, რომელსაც ვისმენდით სააკაშვილისგან, არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არ არის პირველი არჩევნები, როდესაც სააკაშვილისგან ასეთ განცხადებებს ვისმენდით - იყო მოწოდებები არეულობებზე, დაპირისპირებაზე, პროვოკაციებზე, გადატრიალებაზე, დამხობაზე... თუკი რამე გადაცდომა იქნება, ჩვენი მხრიდან იქნება რეაგირება. კანონის ფარგლებში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ასევე გაუგებარი და რეალობას აცდენილია მისი მეუღლის სანდრა რულოვსის განცხადებები. ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება თუ ვის და რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის ეს ძალა და რა ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული. ასეთი ოპოზიცია პირველ რიგში ჩემი ქვეყნისთვის არის ცუდი. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვისაც ცუდია, როდესაც არის ასეთი დესტრუქციული ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ყველაფერი გადაფაროს სიცრუით, „ფეიქნიუსებით“, - აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო