აფხაზეთში ოპოზიცია უვადო პროტესტს იწყებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან მილიციაა მობილიზებული, სადაც ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და უვადო საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ „სპუტნიკ-აბხაზია“ იუწყება.

ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადავადებას ითხოვს, რაზეც დღეს ე.წ. პარლამენტმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

„ვთხოვდით, საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადატანას. ხალხის ეს თხოვნა იგნორირებულია. ამის შემდეგ, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. წინასწარ ვთხოვთ ხალხს, არ წამოეგონ პროვოკაციებს, არ აყვნენ შეურაცხყოფას და ბოლომდე იდგნენ ადგილზე. ვაცხადებთ უვადო პროტესტს. ვიდგებით, ვიდრე აფხაზეთის პრეზიდენტი არ გამოვა თავის ხალხთან“ ,- განაცხადა პარტია „ამცახარას“ პრეზიდიუმის წევრმა ვიქტორ ტვანბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადატანის საკითხს.

არჩევნების გადავადების მოთხოვნით ბლოკი „ოპოზიციური ძალები“ გამოდის, რომელსაც კანდიდატად ბლოკის ლიდერის, ასლან ბჟანიას კანდიდატურის წარდგენა სურს.

ასლან ბჟანია 18 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანია მოწამლეს. მას სისხლში ვერცხლისწყლის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა.

იხილეთ ვიდეო: აფხაზეთში ოპოზიცია უვადო პროტესტს იწყებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა