საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო შეხვედრებს ადგილობრივ საბჭოებთან გამართავს

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ადგილობრივ საბჭოებთან შეხვედრებს გამართავს. შეხვედრები ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 24 მაისს, ბათუმში, სასტუმროში ,,შერატონი“, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გაიმართება საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა ქობულეთის საკრებულოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხოლო ქუთაისში შეხვედრა შედგება 25 მაისს, სასტუმროში ,,ბაგრატი“.

„ქუთაისში შეხვედრას პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, დიმიტრი ცქიტიშვილი და ენძელა მაჭავარიანი გაუძღვებიან, ხოლო ბათუმში ცქიტიშვილთან და მაჭავარიანთან ერთად, შეხვედრას ბათუმის N.68 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში გაუძღვება, ისინი რომლებიც ისაუბრებენ საბჭოს საქმიანობასა და იმ აქტივობების შესახებ, რაც 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა, მათ შორის მიმოხილული იქნება: ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, სექსუალური შევიწროების, გენდერული ბიუჯეტირების, ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის საკითხები და სხვა. ამასთან ერთად, მომხსენებლები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საბჭოს სამომავლო გეგმებს და მიმოიხილავენ იმ კანონპროექტებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში ამ ეტაპზე განიხილება.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება შესაძლო დამატებით მექანიზმებზე, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს საშუალებას მისცემს, უფრო გააქტიურდნენ და ჩაერთონ ამ პროცესებში. დამსწრეები ასევე ისაუბრებენ მუნიციპალიტეტის საბჭოების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

ღონისძიება ბათუმში 24 მაისს, 15:00 საათზე, ხოლო ქუთაისში 25 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს