თამარ ხულორდავამ მონაწილეობა მიიღო სემინარში „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“

თამარ ხულორდავამ მონაწილეობა მიიღო სემინარში „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული ინტეგრაცია წარმოუდგენელია ძლიერი თვითმმართველობის გარეშე“, განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე. შეხვედრა თბილისის საკრებულოში „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გამართულ სემინარზე: „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ შედგა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

პარლამენტის ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან მიმოიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები, ასევე, ისაუბრა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს და რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ხულორდავამ ყურადღება რეფორმების იმ შედეგებზე გაამახვილა, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის არის აქტუალური. შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თვითმმართველობის კომპეტენციით, მიწაზე საკუთრებისა და მიწის რეგისტრაციის საკითხებით, გარემოსდაცვითი ზომებით და ახალი რეგულაციების პრაქტიკაში ამოქმედებასთან დაკავშირებული სირთულეებით.

„მერებმა და საკრებულოს წევრებმა ყველაზე კარგად იციან, რა პრობლემები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას საქართველოს რეგიონებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი ჩართვა საკანონმდებლო პროცესში, ისევე, როგორც უკვე მიღებული კანონების განხორციელებაზე ზედამხედველობის პროცესში. ევროპული ინტეგრაცია არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ის ქვეყნის განვითარების სამოქმედო გეგმაა, რომელიც თანდათანობით ამკვიდრებს ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტებს, აძლიერებს ინსტიტუტებს, ხელს უწყობს უკეთესი, უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნას, აჩენს მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას, ინვესტიციების წახალისებისა და სამუშაო ადგილების შექმნით. ევროპული ინტეგრაცია ყველა ჩვენს მოქალაქეს ეხება და ბუნებრივია, ეხება ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებასაც“ ,- განაცხადა ხულორდავამ შეხვედრის შემდეგ.

„სემინარი „ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანი“ წელს მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების უკეთ ინფორმირებას ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, რათა მათ, თავის მხრივ, ხელი შეუწყონ რეგიონებში ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და უზრუნველყონ საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისიწინებული რეფორმებისადმი“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა