ნინო ბურჯანაძე საბერძნეთის ელჩს დიმიტრი კარაბალისს შეხვდა

ნინო ბურჯანაძე საბერძნეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს, დიმიტრი კარაბალისს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის პირველად შეხვდა დიმიტრი კარაბალისს.

„მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, დიალოგი თბილ და საქმიან გარემოში წარიმართა. საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთის სახელმწიფოებს შორის არსებულ კეთილგანწობას და მეგობრობას. კარაბალისმა აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ 2008 წლიდან აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ასევე აქვს ინფორმაცია ბურჯანაძის პოლიტიკურ გამოცდილებაზე, ამიტომ მისთვისაც შეხვედრა საინტერესო იყო.როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ელჩთან მისი საუბრის ერთ-ერთი თემა კონფლიქტები იყო. საუბარი ორად გაყოფილი კვიპროსის თემას შეეხო და აღინიშნა, რომ კონფლიქტების დარეგულირებას დიდი ძალისხმევა და ფართო მოლაპარაკებების წარმართვა სჭირდება. ასევე აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა, მას კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის სახელმწიფოსთანაც, ვინაიდან საბერძნეთის პოლიტიკურმა ინსტემბლიშმენტმა კარგად იცის მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა. საბერძნეთის ელჩთან საუბრისას დრო დაეთმო საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისათვის აუცილებელ პირობებს. ბურჯანაძემ ელჩს „დემოკრატიული მოძრაობის“ გეგმები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტია დელეგატთა ყრილობის ჩატარებას გეგმავს, სადაც სხვა ელჩებთან ერთად მიწვეული იქნება საბერძნეთის ელჩიც. ამასთან დაკავშირებით, ბატონმა დიმიტრი კარაბალისმა დიდი ინტერესი გამოხატა და პარტიის ლიდერს მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის“, - აღნიშნულია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო