ვლადიმერ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - კორუფციის დამარცხების საკითხში საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის სამაგალითოა

უკრაინაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პირველ პირს ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო, რომელიც დღეს გაიმართა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტის პოსტზე წარმატებები უსურვა. ზელენსკიმ თავის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„რატომ წავიდა ჩვენი გუნდი პოლიტიკაში? ჩვენთვის ნომერ პირველი გამოწვევა აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტაა, სადაც ყოველდღიურად იღუპება ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებს საგარეო კურსს, რომელიც მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებაზე. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ერთ-ერთი გამოწვევა კორუფციის დამარცხებაა.

„ამ საკითხში საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის სამაგალითოა“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო