“ჯორჯიან მანგანეზი“ - დასაქმებულებმა სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს

შპს “ჯორჯიან მანგანეზის” დასაქმებულებმა სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, დავაზე დანიშნულმა მედიატორმა 2019 წლის 18 მაისს შპს “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს მიმართა და ითხოვა, მედიაციის პროცესში მონაწილეობის მზადყოფნის ან უარის გაცხადების წერილობით დადასტურება არაუგვიანეს 20 მაისის 10:00 საათისა. მედიატორმა ასევე მოითხოვა მხარეთა მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლების დასახელება მედიაციის პროცესში მონაწილეობისთვის. „შპს “ჯორჯიან მანგანეზმა” იმავე დღეს დაუდასტურა მედიატორს მედიაციაში აქტიური მონაწილეობის სურვილი და მიაწოდა წარმომადგენელთა სია. მედიატორისთვის დასტურის თუ უარყოფის წარდგენის ვადა 20 მაისს, 10:00 საათზე ამოიწურა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მედიატორისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დასაქმებულების ჯგუფს მედიაციაში მონაწილეობის თაობაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია, რაც, როგორც მედიატორის მიმართვაში იყო განმარტებული, განიხილება სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმად. შპს “ჯორჯიან მანგანეზი” კიდევ ერთხელ მოუწოდებს დასაქმებულებს, დაიწყონ მოლაპარაკებების ჯანსაღი პროცესი და საამისოდ გამოყონ უფლებამოსილი წარმომადგენლები“, - აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს