21 მაისს ბიზნესომბუდსმენი გახსნის პანელს - „რეგიონებში ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები“

21 მაისს, სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort-ში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმის, „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები“ დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე გახსნის პანელს „რეგიონებში ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პანელზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი ნიკოლოზ ნანუაშვილი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქოგელი და საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონი.

„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი 2018 წელს დაარსდა, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმა თვითმმართველობის განვითარებასთან და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფორუმი აერთიანებს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 9 რეგიონის გუბერნატორსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება”, - აღნიშნულია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო