ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და ანაკლიის პორტის ინვესტორ საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხვედრა გაიმართება

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და ანაკლიის პორტის ინვესტორ საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" განუცხადეს.

კონსორციუმის განმარტებით, შეხვედრაზე კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8 პუნქტიანი მოთხოვნის განიხილვა მოხდება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ოთხი საერთაშორისო ინსტიტუტი EBRD-ი, OPIC-ი, ADB-ი და AIIB-ი მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აფინანსებენ საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას $400 მილიონი დოლარით.

იხილეთ ვიდეო: ანაკლიის პორტის თემაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის შეხვედრა გაიმართება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო