კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში პირველ ადგილზე კახა კალაძეა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, თბილისში გამოკითხული რესპონდენტების 33 % ფიქრობს, რომ კახა კალაძე „კარგად“ მუშაობს, 10 %-ის აზრით - „ძალიან კარგად“, 30 %-ის შეფასებით, - „საშუალოდ“, 16 %-ის აზრით, - ცუდად, 7 % მიიჩნევს, რომ „ძალიან ცუდად“, 3 % კი აცხადებს, რომ „არ იცის“. დანარჩენებმა პასუხზე უარი განაცხადეს.

რაც შეეხება სხვა ლიდერებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასების რეიტინგი ასეთია: 1 % მიიჩნევს, რომ „კარგად“ მუშაობს, 19 % - „ძალიან კარგად“, 38 % - „საშუალოდ“, 21 % - „ცუდად“, 9 % - „ძალიან ცუდად“, 12 %-მა „არ იცის“.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე: 3 %-ის აზრით, „ძალიან კარგად“ მუშაობს, 17 % - „კარგად“, 44 % - „საშუალოდ“, 17 % - „ცუდად“, 5 % - „ძალიან ცუდად“.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე: 2 %-ის აზრით „ძალიან კარგად“ მუშაობს, 14 % - „კარგად“, 38 % - „საშუალოდ“, 25 % - „ცუდად“, 8 % - „ძალიან ცუდად“.

კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა