ნათია თურნავა ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხზე არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უკრაინის დედაქალაქ კიევში ევროკავშირისა და DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება) პარტნიორების ვაჭრობის საკითხებზე მეორე არაფორმალური მინისტერიალის პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით იმართება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით.

მინისტერიალის ფორმატის ფარგლებში მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ განიხილონ, როგორ ინერგება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ხელშეკრულება, რომელიც სამივე ქვეყანას გაფორმებული აქვს ევროკავშირთან.

ამასთანავე, არაფორმალური მინისტერიალის ერთ-ერთ სხდომაზე განხილული იქნება DCFTA ქვეყნების კომპანიების წარმატების მაგალითები. ამ მიზნით, კიევის მინისტერიალს სამივე ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა ხელს მოაწერეს ოქმს, რომლითაც ცვლილება შევა საქართველოსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში. აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელი იქნება როგორც უკრაინული, ასევე ევროკავშირში წარმოშობილი ნედლეულით, საქართველოში მარტივი გადამუშავებით დამზადებულმა პროდუქციამ, უკრაინაში და/ან ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლოს ამ ქვეყნებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. მაგალითად, თუკი უკრაინული ხილის კონცენტრატით საქართველოში დამზადებული ხილის წვენი დღეს ვერ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და ევროკავშირში ექსპორტისას დაიბეგრება იმპორტის გადასახადით, ცვლილებათა ოქმის ამოქმედების შემდგომ, დიაგონალური კუმულაციის პირობების თანახმად, დააკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ორმხრივი შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ჩირილ გაბურიჩთან და უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრთან სტეფან კუბივთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა