გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ეროვნული ბანკის მიერ  მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის თანამდებობიდან გადადგომის მოწოდება „პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული“

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ეროვნული ბანკის მიერ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის თანამდებობიდან გადადგომის მოწოდება პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული. ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" ორ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გადადგომისკენ მოუწოდა 2008 წელს ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით. კითხვაზე: იცოდით თუ არა ამის შესახებ, გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ იცოდა, ხოლო 27% ამის შესახებ არ სმენია. ამასთან, მათი უმრავლესობა -62%, ვისაც აღნიშნული ფაქტის შესახებ სმენია, აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული. 16% ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უმეტესად დამოუკიდებელი გამოძიებით იყო განპირობებული. 22%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) და "CRRC-საქართველომ" მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა