კვლევის თანახმად, ამომრჩევლის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, თუმცა საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობა მხარს  მმართველ პარტიას დაუჭერდა

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ამომრჩევლის შეხედულებებთან არც ერთი პარტია ახლოს არ დგას, თუმცა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მხარს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ პარტიას დაუჭერდა.

NDI-ს კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? გამოკითხული ამომრჩევლის 37 %-მა უპასუხა, რომ არცერთი პარტია არ დგას. „ქართული ოცნება“ - 21 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 15%, არ ვიცი 6%, უარი პასუხზე -6, „ევროპული საქართველო“ - 4%, „პატრიორთა ალიანსი“ - 3%, სხვა პარტია - 8%.

კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, 34%-ს გადაწყვეტილი აქვს, 4%-მა არ იცის.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 65% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, ხოლო 35 პროცენტი არ მიიღებდა.

მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა, 44%-ს ასევე გადაწყვეტილი აქვის ხმას ვის მისცემს, 53%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, 2%-მა არ იცის.

მათგან, ვინც არ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, 17%-მა იცის, მხარს ვის დაუჭერს, ხოლო 74%- გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 7 %-მა არ იცის, ხოლო 2%-მა უარი თქვა პასუხზე.

კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას? - გამოკითხული მოსახლეობის (ყველა რესპონდენტის) 27%-მა არ იცის, 17%- მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, 15 % არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 14%- ენმ, უარი პასუხზე 12%; 3%- „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი 3%, სხვა პარტიას 6%. არ აქვს მეორე არჩევანი - 29%-ს.

მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, 27%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას, 20% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს, 15%- ენმ-ს, 13 %- არც ერთი პარტია, 12%-უარი პასუხზე, 4%- „ევროპული საქართველო“, 4% - „პატრიოტთა ალიანსი“, 6 %- სხვა პარტია. არ აქვს მეორე არჩევანი გამოკითხული მოსახლეობის 30%-ს.

კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს