ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოების გამო, 23 მაისამდე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-კალას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კმ-ზე საჭიროა საავტომობილო გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე 2019 წლის 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, ყოველდღე 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე და 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ1-კმ171 (ზუგდიდი-კალა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა