ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2019

საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“

“ოპოზიციისთვის ეს შედეგი ოპტიმისტურია” - კაკაჩია

***

საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“

“ახლო აღმოსავლეთი ომის ზღვარზეა. აშშ-ს მხრიდან ირანის მისამართით უკვე ღია მუქარა ისმის, რის გამოც დაძაბულობა პიკს აღწევს, - „შეიძლება ითქვას, რომ ახალი ომის ზღვარზე ვართ. ერთი პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია და ამისთვის როგორც ამერიკელები, ასევე ირანელებიც მზად არიან," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია. ბოლო რამდენიმე კვირაა ორ სახელმწიფოს შორის არსებული ვითარება მნიშვნელოვნად გამწვავდა, რაც დღეს აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა - დონალდ ტრამპის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი დაიწყება, თეირანი განადგურდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ - "საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ჩათრევა“

"თუ ირანს სურს ბრძოლა, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება. აღარასდროს დააშინოთ ამერიკის შეერთებული შტატები," - დაწერა ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე. ვახტანგ მაისაია კონკრეტულ ლოკაციებს ასახელებს, - ამერიკულმა მხარემ ირანის მიმართულებით საიდან შეიძლება განახორციელოს დარტყმები და ყველაზე დიდი საფრთხე სად ემუქრება მეორე მხარეს - იგი არ გამორიცხვას, რომ ირანმა შესაძლოა ბირთვული შეიარაღებაც კი გამოიყენოს. „ამერიკელები განახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს და ეს დარტყმები ურმუზის და სპარსეთის ყურეებიდან განხორციელდება. ეჭვი მეპარება, რომ ამერიკელებმა თურქეთის ტერიტორია გამოიყენონ, რადგან ერდოღანი ამის კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება. თურქეთი ირანს დაუჭერს მხარს, რაც გასაგებიცაა. „ამერიკელები სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში არსებულ ირანის სტრატეგიულ ბირთვულ ობიექტებს დაარტყმენ და იმ ადგილებს, საიდანაც ირანის ბირთვული ტექნოლოგიების განვითარება ხორციელდება. სარაკეტო დარტყმებს განახორციელებენ ასევე ირანის სამხედრო საზღვაო დაჯგუფების ერთეულებზეც. თუკი ამერიკელები ერთი დარტყმით ამ ობიექტების განადგურებას ვერ შეძლებენ, ირანელები აუცილებლად უპასუხებენ. ირანი დარტყმას განახორციელებს ერაყში, ავღანეთში და ამერიკის კონტიგენტზე," - აღნიშნა მაისაიამ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"იგი საქართველოს როლზეც საუბრობს; მისი თქმით, თუკი ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი დაიწყება, აშშ საქართველოს ტერიტორიას ლოჯისტიკის კუთხით გამოიყენებს. „ამ შემთხვევაში შესაძლოა საქართველოსაც მოუწიოს ირან-ამერიკის კონფლიქტში ჩათრევა. ამერიკელებმა საქართველოს ტერიტორია შეიძლება ლოჯისტიკის კუთხით და სადაზვერვო ოპერაციის განსახორციელებლად გამოიყენონ. ჩვენი აეროდრომების გამოყენება გამორიცხულია, რადგან, პირველ რიგში, ამას რუსეთი არ დაუშვებს. ამასთანავე, ამერიკელებს აზერბაიჯანიც არ მისცემს საშუალებას მათ ტერიტორიაზე მოხდეს გაფრენა," - აცხადებს ის. ვახტანგ მაისაია იმ სამ ტალღაზე საუბრობს, რის მიხედვითაც შესაძლოა აშშ-მა იმოქმედოს; მისი განცხადებით, ამერიკული მხარე სახმელეთო შეტევას ვერ განახორციელებს, რადგან ირანს შეუძლია უფრო მწვავედ უპასუხოს, მეტიც, - მისი თქმით, ისეთი დიდი სახლემწიფოები, როგორიც რუსეთი და ჩინეთია, ირანის მხარეს დაიჭერს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ირანმა შესაძლოა ასევე ერთგვარი დარტყმები აშშ-ს მოკავშირეებზეც კი განახორციელოს. „ამერიკელები პირველი ტალღის დარტყმას განახორციელებენ. ეს ოპერაცია სავარაუდოდ სამი ტალღისგან შედგება; პირველი ტალღა იქნება უბრალოდ პირველი შოკისებური დარტყმის მიყენება, მეორე, - უშუალოდ რეგიონებში სარაკეტო გამშვებ პუნქტებზე დარტყმის განხორცილება და მესამე, - სახმელეთო იქნება, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ამერიკელებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის დამხობა შეძლონ. „ირანი არ არის ერაყი, ავღანეთი, ვენესულეაც კი. ასე რომ, ტრამპს უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს, რადგან ირანს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გააჩნია, როგორც ჰიბრიდული ომის კუთხით, ასევე ირანმა შესაძლოა ამერიკელებს საკმაოდ სერიოზული დარტყმები მიაყენოს ავღანეთში, ერაყში და სირიაშიც კი. ირანმა შესაძლოა ასევე შეტევები განახორციელონ ამერიკის მოკავშირეებზე. „ირანს უკან დაუდგება ჩინეთი და რუსეთი, რაც უკვე სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ირანმა ასევე შეიძლება ბირთვული შეიარაღება გამოიყენოს, რომელიც ამერიკელებისთვის სიურპრიზიც კი იქნება. რუსეთ-ირანის მიმათულებით საკმაოდ ინტენსიურად ხდება რუსული სამხედრო ტექნიკის გადასროლა. ამერიკელებს გამორჩათ ირანელების სირიაში და ისრაელის ტერიტორიაზე გამოჩენა. „ირანი და სირია სამხედრო მოკავშირეები არიან, მათ გაფორმებული აქვთ სამხედრო თანამშრომლობა, - ურთიერთდახმარების ფაქტი. აქედან გამომდინარე, ირანისა და სირიის სამხედრო დახმარება საკამოდ ინტენსიურია. ასე რომ, სიტუაცია საკმაოდ არაორდინალურია," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ“, - წერს სტატიის ავტორი.

“ოპოზიციისთვის ეს შედეგი ოპტიმისტურია” - კაკაჩია

"მთლიანობაში თუ შევხედავთ, ოპოზიციისთვის ეს შედეგი ოპტიმისტურია. ოპოზიციამ წააგო, მაგრამ ამ არჩევნებმა რამდენიმე უბანში აჩვენა, რომ ოპოზიციისა და მმართველი ძალის კანდიდატების შედეგები საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან. ამდენად, თუ 2020 წლის არჩევნებისთვის გამოვაკლებთ ამ მასშტაბის ადმინისტრაციულ რესურსს და დავუმატებთ იმას, რომ „ოცნების" რეიტინგი იმ პერიოდში უფრო და უფრო დაიწევს, პესიმისტურად განწყობილი არ ვიქნებოდი,"- აცხადებს „საქართველოს პოლტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ოპოზიციისთვის ეს შედეგი ოპტიმისტურია” - კაკაჩია

"კორესპონდენტის კითხვაზე, რა აჩვენა შუალედურმა არჩევნებმა?კორნელი კაკაჩიას თქმით, ეს შედეგები მეტნაკლებად მოსალოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ე.წ. ადმინისტრაციული რესურსები, რომელსაც ძალიან კარგად იყენებენ. მითუმეტეს, ასეთი შუალედური არჩევნებია, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით კი არ აქვთ კონცენტრაცია გასაკეთებელი, არამედ კონკრეტულ უბნებზე. თან კარგად ჰყავთ გაწვრთნილი და აწყობილი კოორდინატორების სისტემაც. აქიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საოცრება იქნებოდა ოპოზიციას გაემარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების" რეიტინგი საკმაოდ დაცემულია. მთლიანობაში თუ შევხედავთ, ოპოზიციისთვის ეს შედეგი ოპტიმისტურია. ოპოზიციამ წააგო, მაგრამ ამ არჩევნებმა რამდენიმე უბანში აჩვენა, რომ ოპოზიციისა და მმართველი ძალის კანდიდატების შედეგები საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან. ამდენად, თუ 2020 წლის არჩევნებისთვის გამოვაკლებთ ამ მასშტაბის ადმინისტრაციულ რესურსს და დავუმატებთ იმას, რომ „ოცნების" რეიტინგი იმ პერიოდში უფრო და უფრო დაიწევს, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა პერიპეტიებია და 2020 წლამდე როგორ მიაღწევს „ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა, პესიმისტურად განწყობილი არ ვიქნებოდი. პირიქით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია გაერთიანებას და ერთიანი სიის წარდგენას მოახერხებს, გამორიცხული არ არის, ჩვენ სულ სხვა შედეგი მივიღოთ 2020 წლის არჩევნებზე. ახლა საინტერესოა მთაწმინდის არჩევნები“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კაკაჩიას თქმით, გამორიცხული არ არის, განმეორდეს და ოპოზიციის კანდიდატი დამარცხდეს კიდეც, მაგრამ მისი დამარცხება მაინც ფაქტობრივად გამარჯვება იქნება, ისევ 2020 წლის პერსპექტივიდან გამომდინარე, რადგან 2020 წელს ხელისუფლებას იმის რესურსი არ ექნება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასე ტოტალურად გაუწიოს არჩევნებს ორგანიზება. თანაც, 2020 წლის არჩევნებისთვის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაც უფრო მეტი იქნება. ამ არჩევნებმა აჩვენა ის, თუ როგორი ტიპის კანდიდატი მოსწონს ამომრჩეველს. ისეთი, ვისაც გააჩნია გარკვეული სოციალური კაპიტალი, პერსონალური დადებითი იმიჯი. ამის მაგალითია შავგულიძე. ადამიანი, რომელსაც დამტკიცებული აქვს საზოგადოებისთვის რაღაც, როგორც მორალურად, ისე პოლიტიკურად. ამდენად, შედეგი არჩევნების გასაღები იქნება, რამდენად მოახერხებენ ძირითადი პარტიები ისეთი ადამიანების თავის გარშემო თავმოყრას, რომლებსაც ვერავინ დააბრალებს რაღაც ნეგატივს, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ განსაკუთრებით მაჟორიტარულ ოლქებში“, - განაგრძობს გამოცემა.

"ვინც კარგად იცნობს ქართულ პოლიტიკას, იცის შავგულიძის წარსული და ხალხს არ დავიწყებია, თუ როგორ იბრძოდა ის წინა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ არჩევნებშიც გამოჩნდა, რომ რევოლუციური მუხტი საზოგადოებაში არ არის. ასეთი მცდელობა „ნაცმოძრაობას" წინა საპარლამენტო არჩევნებზეც ჰქონდა და ვნახეთ, როგორც დამთავრდა. ალბათ, ახლაც ასე იქნება, მით უმეტეს, რომ ამ არჩევნების ფასი არ არის ისეთი, როგორიც საპარლამენტო არჩევნები იყო“, - დასძენს გამოცემა.

"კორესპონდენტის კითხვაზე უძლიერებს თუ არა ეს გამარჯვება „ოცნებას" დაუმარცხებლობის თვითრწმენას, კაკაჩიას აზრით, არ უძლიერებს, მაგრამ თუ თვითდარწმუნებას მიეცნენ, შეიძლება ამან მათთვის სერიოზული უარყოფითი როლი ითამაშოს 2020 წლის არჩევნებისთვის. მათ ადგილზე მე ასე თვითდარწმუნებული არ ვიქნებოდი, რადგან ამ არჩევნებზეც გამოჩნდა ის ტენდენციები, რაც შეიძლება გამოიკვეთოს 2020 წელს. იმიტომ რომ, „ოცნების" რეიტინგი ეცემა, პარტიაშიც ერთიანობა არ არის, ლამის ყოველ თვე ვიღაც ტოვებს მათ რიგებს. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, რა ფორმაში მიაღწევს 2020 წელს „ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა. გულარხეინად ყოფნის საშუალება არ აქვთ. ჩვენ ვხედავთ, როგორ მიდის „ოცნების" საქმე, ადამიანებსაც ვერ პოულობენ, ვისაც „ოცნებაში" გაწევრიანება უნდა. ადამიანური, პოლიტიკური და ყველანაირი რესურსი უკვე გაცვეთილია. მითუმეტეს, რომ ისინი ახალ ნარატივებს ვერ ქმნიან, რეფორმებს ვერ ატარებენ, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ აუმჯობესებენ და მარტო ივანიშვილის ფინანსებით ყოველთვის ფონს ვერ გავლენ. მუდმივი არაფერია“, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა