ირაკლი კობახიძე - მთავარი სოციოლოგიური კვლევის - არჩევნების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ აქვს 61% -იანი მხარდაჭერა, სხვა რეიტინგები არის ხოლმე აცდენილი

მთავარი სოციოლოგიური კვლევის- არჩევნების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ აქვს 61% -იანი მხარდაჭერა. ყოველთვის არის ხოლმე აცდენილი გარკვეული რეიტინგები არჩევნების შედეგებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე NDI-ის კვლევის შედეგებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„სამწუხაროდ, ჯერ არ მქონია საშუალება გავცნობოდი კვლევას. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ მთავარი სოციაოლოგიური კვლევა არის არჩევნები. არჩევნები ჩატარდა გუშინწინ და ამ არჩევნებში „ქართულმა ოცნებმა“ მიიღო ამომრჩევლის 61%-ის მხარდაჭერა. ყოველთვის არის ხოლმე აცდენილი გარკვეული რეიტინგები არჩევნების შედეგებს, არ ვიცი, ამას რა მიზეზი აქვს. მთავარი სოციოლოგიური კვლევის - არჩევნების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ აქვს 61% -იანი მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი ძალიან დიდი ცდომილება აქვს ამ კვლევას, შესაბამისად, სხვა მონაცემებზეც არ ვიცი, რამდენად შეიძლება ღრმად მსჯელობა“,- განაცხადა კობახიძემ.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ამომრჩევლის შეხედულებებთან არც ერთი პარტია ახლოს არ დგას, თუმცა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მხარს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ პარტიას დაუჭერდა.

NDI-ს კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? გამოკითხული ამომრჩევლის 37 %-მა უპასუხა, რომ არცერთი პარტია არ დგას. „ქართული ოცნება“ - 21 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 15%, არ ვიცი 6%, უარი პასუხზე -6, „ევროპული საქართველო“ - 4%, „პატრიორთა ალიანსი“ - 3%, სხვა პარტია - 8%.

კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, 34%-ს გადაწყვეტილი აქვს, 4%-მა არ იცის.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა