ირაკლი კობახიძე პოლიტიკოსების რეიტინგზე -  მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი უკვე არის ზღაპარი

მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი უკვე არის ზღაპარი,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, სადაც პოლიტიკოსების რეიტინგზეა საუბარი.

კობახიძე მიიჩნევს, რომ არჩევნებმა მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი კარგად გამოაჩინა.

„რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს, მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი უკვე არის ზღაპარი. ეს ძალიან კარგად იხილეთ ამ არჩევნებში. პასუხი გაეცა მას ამ არჩევნებზე ძალიან მკაფიოდ. მისი მეუღლე იღებდა ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას და დაფიქსირდა მოსახლეობის განწყობა „ნაციონალური მოძრაობის“, სააკაშვილის მიმართ და სხვანაირად შეუძლებელიც არის. ვხედავთ, რომ რღვევის პირას არის უკვე ეს პარტია და მათთვის ის 43%-ც შეიძლება გახდეს საოცნებო, რაც ზუგდიდში მიიღეს“,- აღნიშნა კობახიძემ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობენ.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხული რესპონდენტის 40 % ამბობს, რომ სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, 12 % უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს, 32 % კი - არც დადებითს და არც უარყოფითს.

რესპონდენტთა 40 % აფიქსირებს დადებით დამოკიდებულებას კახა კალაძისმიმართაც, 18 %-ს კი მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. 34 % კალაძის მიმართ მის დამოკიდებულებას - არც დადებითად და არც უარყოფითად აფასებს.

პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში მესამე ადგილზეა მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართაც დადებით დამოკიდებულებას გამოკითხულთა 31 % აფიქსირებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს