ირაკლი კობახიძე - კოდექსში განისაზღვრება რადიუსი, რა რადიუსზეა შესაძლებელი საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების თუ აგიტატორების ყოფნა

შეიქმნება კონკრეტული მექანიზმები საარჩევნო კოდექსის დონეზე, განისაზღვრება რადიუსი, რა რადიუსზეც შესაძლებელი იქნება კოორდინატორების თუ აგიტატორების ყოფნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშულთან დაკავშირებით ოდირთან უკვე დაწყებულია კონსულტაციები. მისივე თქმით, არასახარბიელო სურათი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საარჩევნო უბნებთან, უნდა შეიცვალოს.

„ამომრჩევლის აქტიურობის უზრუნველყოფისთვის, არსებობს კანონით არსებული შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობებს იყენებდნენ პოლიტიკური სუბიექტები, თუმცა ის სურათი, რომელიც არის ჩამოყალიბებული, საარჩევნო უბნებთან, ეს სურათი არავის არ მოგვწონს. ამისთვის ჩვენ გვქონდა საუბარი "ოდირთან" და შეიქმნება კონკრეტული მექანიზმები საარჩევნო კოდექსის დონეზე, განისაზღვრება რადიუსი, რა რადიუსზეც შესაძლებელი იქნება მუდმივად კოორდინატორების თუ აგიტატორების ყოფნა. ეს მოახდენს იმ არასწორი სურათის პრევენციას, რომელიც ყალიბდება საარჩევნო უბნების გარშემო", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო