გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებას დადებით მოვლენად აფასებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებას დადებით მოვლენად აფასებს.

NDI-ს კითხვაზე -თქვენი აზრით, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლა კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი? გამოკითხული მოსახლეობის 53%-მა უპასუხა, რომ კარგი მოვლენა იყო, 34% ფიქრობს, რომ ცუდი მოვლენა იყო, 12%-მა პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი თქვა.

კვლევის თანახმად, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებას დადებით მოვლენად აფასებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 87%, ამავე პარტიის ამომრჩევლის 7% მიიჩნევს, რომ არ იყო კარგი მოვლენა, ხოლო 6%-მა პასუხი არ იცის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის 75% მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილება ცუდი მოვლენა იყო, 18% დადებითად აფასებს, ხოლო 8%-მა პასუხი არ იცის.

ამომრჩევლებიდან, რომლებიც მხარს არც ერთ პარტიას არ უჭერენ - 47% ფიქრობს, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება კარგი მოვლენა იყო, 36%-ის აზრით არ იყო კარგი მოვლენა, ხოლო 15%-მა პასუხი არ იცის.

რაც შეეხება დასახლების, სქესისა და ასაკის მიხედვით ამავე მოვლენის შეფასებას, როგორც კვლევაშია აღნიშნული, თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 54% მას დადებით მოვლენად აფასებს, 34%- ცუდ მოვლენად, 11%-მა პასუხი არ იცის.

დიდ ქალაქებში მოსახლეობის 59% ფიქრობს, რომ ხელისუფლების ცვლილება კარგი მოვლენა იყო, 37% მას უარყოფით მოვლენად აფასებს, ხოლო 13%-მა პასუხი არ იცის.

პატარა ქალაქებში, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება გამოკითხული მოსახლეობის 59%-მა დადებით მოვლენად შეაფასა, 27 % უარყოფითად აფასებს. სოფლებში იგივე მოვლენას გამოკითხული მოსახლეობის 56% დადებითად აფასებს, 33%- უარყოფითად.

რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, სომხური მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობის 22% ფიქრობს, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება დადებითი მოვლენა იყო, 58% უარყოფითად აფასებს, 19%-მა პასუხი არ იცის. აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში გამოკითხულთა 37 % აფასებს ხელისუფლების ცვლილებას დადებითად, 36 % - უარყოფითად, 25%-მა პასუხი არ იცის.

რაც შეეხება მოვლენის გენდერულ ჭრილში შეფასებას, ქალების 48% ხელისუფლების ცვლილებას დადებით მოვლენად აფასებს, 38% უარყოფითად. კაცების 58% დადებითად აფასებს, ხოლო 30%- უარყოფითად.

18-34 წლის ასაკის ამომრჩევლის 53% ფიქრობს, რომ ხელისუფლების ცვლილება დადებითი მოვლენა იყო, 33% მას უარყოფითად აფასებს.

35-54 წლის ამომრჩევლის 54% აფასებს დადებით მოვლენად, 33%- უარყოფით მოვლენად.

55 წლის ზემოთ ამომრჩევლის 51% ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუცია დადებითი მოვლენა იყო, ამავე ამომრჩევლის 37% მას უარყოფითად აფასებს.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო