ბადრი ჯაფარიძე - საკითხების უმეტესობაზე პოზიციებში ცოტა განსხვავებებია - ყველა მხარის მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნა, დამაიმედებელია

ეს იყო სამუშაო შეხვედრა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ფინანსთა სამინისტროში, მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, რიგ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და მუშაობა გაგრძელდება დანარჩენ ნაწილზეც შეთანხმების მისაღწევად.

“ზოგადად, საკითხების უმეტესობაზე პოზიციებში ცოტა განსხვავებებია. ამიტომ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ყველა საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. ყველა მონაწილე მხარის მხრიდან თანამშრომლობის სრული მზადყოფნაა. ეს ძალიან დამაიმედებელია და მე ვფიქრობ, რომ ამ ტემპით და ფინანსური ინსტუტუტებისგან მოზიდული რესურსებით, ამ ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის დაყენებული 8 პუნქტიანი მოთხოვნების განხილვაა.

დღევანდელი მოლაპარაკებების პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს