ლაშა ტალახაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა

ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა. სპორტსმენი ბათუმის მერიაში მიიწევიეს, მას ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე შეხვდა.

"ძალიან მიხარია, რომ ჩემს მიღწევებს აფასებენ, ბათუმის მერიამ საპატიო ბათუმელის წოდება მომანიჭა, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. რაც შეეხება ირაკლი თურმანიძეს, იგი ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული სპორტსმენია. ვიმედოვნებ, რომ ირაკლი თურმანიძესაც მიანიჭებენ მსგავს სტატუსს",- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ ლაშა ტალახაძეს საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

"მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანს საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა. მას ეს ტიტული ქალაქ ბათუმის მერის ბრძანებით მიენიჭა. ამ ჯილდოს შესაბამისი კომისია აწესებს და მოხარული ვარ, რომ ეს წოდება ლაშა ტალახაძეს გადაეცა",- აღნიშნა თენგიზ პეტრიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიიწვიეს ბათუმის მერიაში აღნიშნულ ღონისძიებაზე ძალოსანი ირაკლი თურმანიძე, ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ ასე უპასუხა: "ირაკლი თურმანიძე საამაყო თანაქალაქელი და ღირსეული სპორტსმენია. ქალაქ ბათუმის მერია ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ ყველა სპორტსმენის ღირსეულად დაფასება მოხდეს. მართლა ვეთაყვანები ირაკლის თავისი სპორტსმენობითა და ადამიანობით",- განაცხადა თენგიზ პეტრიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო