ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წელს დასრულდება

ჭიათურის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე და ახალი სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, ქალაქში არსებული, ცენტრალური სატუმბი სადგური წლებია რეაბილიტაციას საჭიროებდა. მოძველებული და ამორტიზებული წყლის ინფრასტრუქტურის გამო, ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სრულიად ახალი წყლის სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი და ჭაბურღილები. აშენდება საქლორატორო სადგური. სამუშაოები ითვალისწინებს წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობას, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში არსებული წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება და 20 000-მდ ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტს 36,631,493 ლარით აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა