გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ „ქართული ოცნებიდან“ 8 დეპუტატის წასვლას, პოლიტიკაზე არანაირი ზეგავლენა არ ექნება

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ პარლამენტის 8 დეპუტატის მიერ პარტია "ქართული ოცნების" დატოვებას არანაირი ზეგავლენა არ ექნება პოლიტიკაზე.

გამოკითხულთა 67% აცხადებს, რომ სმენია დეპუტატების მიერ მმართველი პარტიის დატოვების შესახებ. მათი უმეტესობა - 56% - ფიქრობს, რომ ამას ქართულ პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ექნება. 20% ფიქრობს, რომ ამას უარყოფითი გავლენა ექნება, ხოლო 14% ფიქრობს, რომ - დადებითი.

ასევე, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას - 63%-ს არაფერი სმენია 20 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების შესახებ. 31% კი აცხადებს, რომ ამ კოალიციის შექმნის შესახებ იცის.

კითხვაზე: მისაღებია თუ მიუღებელია ოპოზიციის გაერთიანება 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, გამოკითხულთა 34% პასუხობს, რომ მისაღებია, ხოლო 17%-თვის ეს მიუღებელია.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.

საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს