ბადრი ჯაფარიძე - არანაირი შეფერხება ანაკლიის პროექტს არ ემუქრება

არანაირი შეფერხება პროექტს არ ემუქრება, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ყველა მხარე მონდომებულია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ვადებში, - ამის შესახებ “ თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროში, მთავრობის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რა საკითხებზე შედგა შეთანხმება მხარეებს შორის და ინვესტორების რომელი მოთხოვნების შესახებ გრძელდება მსჯელობა, ჯაფარიძე განმარტავს, რომ შეხვედრის მიზანი შეთანხმების მიღწევა არ ყოფილა და მსჯელობა გრძელდება. ასევე, აცხადებს, რომ საუბარია არა ტვირთბრუნვის, არამედ ტვირთის მოძრაობის რისკის დაზღვევაზე.

"ტვირთბრუნვის გარანტიაზე საუბარი არ არის, ლაპარაკი არის ტვირთების მოძრაობის რისკების დაზღვევაზე. ვეძებთ მექანიზმებს, თუ როგორ შევქმნათ საგარანტიო მექანიზმები. დღევანდელი შეხვედრის ამოცანა არ იყო შეთანხმებისთვის მიგვეღწია. შეხვედრის ამოცანა იყო სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, საფუძვლის მომზადება. ამ ორი დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პროექტი დაგეგმილ ვადებში განხორციელდება და მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს.

„რაც არის განსაზღვრული იმ ვადებში განხორციელდება პროექტი. ვადების გადახედვა არ ყოფილა არასდროს და არც განიხილება. ბანკები, მთავრობა ძალიან კონსტრუქციულია. ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ და ამ წუთისთვის ძალიან ოპტიმისტური განწყობა მაქვს. ვფიქრობ, დარჩენილი საკითხების მოგვარებაც მოხდება“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის დაყენებული 8 პუნქტიანი მოთხოვნების განხილვაა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო