საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულ ფეხბურთელებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული ფეხბურთელი რატი იმერლიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

როგორც ადვოკატმა მაია ყანადაძემ სუს-თან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სუს-მა ბრალი დღეს წარუდგინა. ადვოკატის თქმით, სპორტსმენი ფიქრობს, რომ უდანაშაულოა და დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

"გამოძიება ედავება თამაშზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით თანხის აღებას. ამ შემთხვევაში, თუ არ ვცდები საუბარია 4000 ან 5000 დოლარზე. საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადმომცემია", - განაცხადა ადვოკატმა.

მაია ყანადაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ფიგურირებს ვიდეოში, რომელიც სუს-მა გაავრცელა და სადაც ჩანს ფულის გადაცემა.

"ეს არ არის ჩვენს ეპიზოდზე. თუ არ ვცდები, ეს იყო ბათუმის ეპიზოდზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ამ ვიდეოში და არც არანაირი ვიდეოში არ ფიგურირებს", - განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულია ჯამში 11ფეხბურთელი. ყველა მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს.

იხილეთ ვიდეო: საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულ ფეხბურთელებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო