ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა SMS სერვისზე გამარტივებული რეგისტრაცია დანერგა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" SMS სერვისზე გამარტივებული რეგისტრაცია დანერგა: სერვისში ჩასართავად მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და მომენტალურად რეგისტრირდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით gwp-ის SMS სერვისში ჩართული აბონენტები მუდმივად ინფორმირებულები არიან კომპანიის ტექნიკური სამუშაოების შესახებ. გარდა ამისა, SMS სერვისში ჩართულ აბონენტებს შეუძლიათ ელექტრონული ქვითრის მიღება, სერვისზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომრის ან ელ.ფოსტის შეცვლა და დამატებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოთხოვნა.

კომპანიამ SMS სერვისში ჩართვის ანალოგიური ფორმა რუსთავის წყლისა და მცხეთის წყლის აბონენტებისთვისაც დანერგა.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ფეისბუქის, ვებგვერდის - www.gwp.ge და ცხელი ხაზის - 2 93 11 11 მეშვეობით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა