სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსა და უკრაინას საერთო ინტერესები აქვთ

საქართველოსა და უკრაინას საერთო ინტერესები აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განახადა, რომელიც უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუხედავად დატვირთული დღის წესრიგისა და უამრავი სტუმრისა, გუშინ გაიმართა სალომე ზურაბიშვილისა და ვლადიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო ინტერესები და ასევე მსგავსი შინაარსის საკითხები, იქნება ეს ევროკავშირში გაწევრიანება თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემატიკა. შესაბამისად, ამ ორ ქვეყანას აქვს საერთო გეგმები და სტრატეგიული თანამშრომლობის ურყევი ნება.

ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში შეხვედრა გამართა აშშ-ს დელეგაციასთან. აშშ-ს დელეგაციას ამერიკის ენერგეტიკის მდივანი, რიკ პერი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე განხილული იყო: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მზადება, აშშ-ს მხრიდან უკრაინასა და საქართველოს მხარდაჭერა, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან მიმართებით ნატოსა და ევროკავშირის გზა და ბათუმის კონფერენცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა