ჩინეთ-საქართველოს შორის სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ჩინეთ-საქართველოს შორის სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს რკინიგზისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები, მათ შორის ქ. ლიენიუნგანგის მერი და ლიენიუნგანგის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა „შუა დერეფნის“ განვითარების კუთხით არსებულ მიღწევებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს აღნიშნულ დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების მზარდ დინამიკას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს „შუა დერეფანში“ სუბსიდიების გავრცელების საკითხს. კერძოდ, სტამბულის მიმართულების გარდა, ქართულმა მხარემ დააყენა ლიენიუნგანგიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპის მიმართულებით გადასაზიდ კონტეინერებზე სუბსიდიების დაწესების საკითხი. საუბარი ასევე შეეხო ლიენიუნგანგის პორტის გავლით სატრანზიტო გადაზიდვებზე (იაპონია, კორეა) სუბსიდიების გამოყოფას.

ლიენიუნგანგის პორტის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „შუა დერეფანს,“ როგორც ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ მათთვის პრიორიტეტულ მარშრუტს. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ქართულ მხარესთან ხსენებული დერეფნის განვითარებისა და ტვირთნაკადების გაზრდის მიზნით.

შეხვედრაზე საქართველოს მხარემ ჩინეთის დელეგაციას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. არსებული სტატისტიკით, „შუა დერეფნის“ გავლით უშუალოდ ჩინეთიდან ევროპაში საკონტეინერო (TEU) გადაზიდვები 2017 წელს 50%-ით, ხოლო 2018 წელს 573%-ით არის გაზრდილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა