რუსული მედია - ოპოზიციური ძალების მიერ დაწყებული პროტესტის გამო, ტურისტები აფხაზეთს ტოვებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციური ძალების მიერ დაწყებული პროტესტის გამო, ტურისტები აფხაზეთს ტოვებენ, მათ კი ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები, ჯავშანს აუქმებენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, ის მღელვარება, რაც „რესპუბლიკაშია“, უარყოფითად აისახება ტურისტულ ნაკადზე. თუმცა, მისი თქმით, არიან ტურისტები, რომლებიც ხშირად დადიან აფხაზეთში და იციან, რომ არსებული პროტესტი მხოლოდ აფხაზეთის მცხოვრებლებს ეხება.

როგორც ცნობილია, 20 მაისიდან აფხაზეთის ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციები დაიწყო „პარლამენტის“ შენობასთან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მათ მოთხოვნას, „საპრეზიდენტო“ არჩევნების შემოდგომაზე გამართვის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა