ლადო კახაძე - ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში მიუმხრობლობას შეინარჩუნებენ

ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში მიუმხრობლობას შეინარჩუნებენ, - ასე უპასუხა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას - რა მოხდება თუკი მეორე ტურში, არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი მხარს მის კონკურენტს შალვა შავგულიძეს დაუჭერს.

„ჩვენ მხარდამჭერთა დიდი პოტენციალი გვაქვს. მათი გააქტიურება ჩვენი გამარჯვების საწინდარია - ეს პირველი; მეორე- პოლიტიკურ ველზე, საკონკურენციო ველზე გამოსული პოლიტიკური ძალები, რამდენადაც ვიცი არიან მიუკერძოებლები და თავის ამომრჩევლის მიმართ მართალნი, ამიტომ ისინი მიუმხრობრლობას შეინარჩუნებენ, რათა როგორც თვითონ ამბობენ ასოცირება არ უნდათ არც იმ ძალასთან და არც ამ ძალასთან“ , - განაცხადა ლადო კახაძემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, დამკვიდრდა თუ არა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნების დღეს ახალი პოლიტიკური კულტურა, როგორც ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემა NEWSROOM-ში "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ განაცხადა, ლადო კახაძემ ასე უპასუხა: „რეალურად ასე იყო. მხოლოდ სამ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. სამი საჩივარი დაიწერა. ეს არის მართლა პირველი მცდელობა საქართველოში მომდევნო არჩევნებიც ამ ფორმატში წარიმართოს. ეს ქვეყნისათვის და მის მოსახლეობისთვის ძალიან სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო