მეცნიერების დასკვნით, ზღვის დონის მოსალოდნელი აწევის გამო, დედამიწა 1.79 მლნ კილომეტრის მოცულობის ხმელეთს დაკარგავს

ზღვის დონე დედამიწაზე მოსალოდნელზე მეტად აიწევს, - BBC-ს ინფორმაციით, მეცნიერებს ვარაუდის საფუძველს გრელანდიისა და ანტარქტიკის სწრაფი დნობა აძლევს.

წლების განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ 2100 წლისთვის ზღვის დონე 1 მეტრით მოიმატებდა, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, რომელიც მეცნიერების მოსაზრებების მიხედვით არის მომზადებული, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, გაორმაგდეს.

ზღვის დონის მატების გამო კი მილიონობით ადამიანი იძულებული გახდება, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს.

კვლევის ავტორების თქმით, ყინულის დნობა პლანეტაზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. მათი გამოთვლით, დედამიწა დაახლოებით 1.79 მლნ კილომეტრის მოცულობის ხმელეთს დაკარგავს. წყლით კი უმეტესად დაიფარება ტერიტორიები, რომელიც მოსავლის მოყვანისთვის საუკეთესოა - მაგალითად, ნილოსის დელტა.

წყლის დონის მატების შედეგად ბანგლადეშში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. მეცნიერების ვარაუდით, საფრთხის ქვეშ დადგება ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცა ლონდონი, ნიუ-იორკი და შანხაი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა