წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს რეკულტივაციის გეგმის წინასწარი წარმოდგენის ვალდებულება ექნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომლითაც მოწესრიგებულია წიაღით სარგებლობის ობიექტების დამუშავების საკითხები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრად განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ცვლილებების ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტი განახლდა და განახლებული მოთხოვნები დაინერგა.

უწყების ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, სავალდებულო გახდა ლიცენზიის მფლობელის მიერ შემუშავებული საბადოს დამუშავების პროექტის ლიცენზიის გამცემისათვის წარდგენა მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე.

„პროექტში ასახული უნდა იყოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სრული ციკლი - როგორც მოპოვების დასაწყებად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ლიკვიდაციასთან/დახურვასთან, ეკონომიკურ ნაწილთან, ნარჩენების მართვასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხები. ამასთან, მოპოვებითი სამუშაოების განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს რეკულტივაციის გეგმის შემუშავება და შეთანხმება უფლებამოსილ ორგანოსთან, ასევე, არქოლოგიური კვლევის საფუძველზე კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის წარმოდგენა.

ცვლილების მთავარი მიზანია საქართველოს სამთო-მოპოვებითი დარგის მართვისა და მარეგულირებელი მექანიზმების გაუმჯობესება, გარემოზე მოპოვების პროცესების უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება და დარგის ინფორმირებულობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური რეგლამენტი საერთაშორისო კონსულტანტებისა და დარგობრივი სპეციალისტების მონაწილეობით შემუშავდა. რეფორმის პროცესში დაგეგმილია ასევე წიაღითსარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის განახლება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს