ლევან იზორიამ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელს „გენერალ მაზნიაშვილის“ მედალი გადასცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პატივსაცემად და საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აღსანიშნავად ღონისძიება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განმტკიცებასა და გაღრმავების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და მადლობის ნიშნად თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელს „გენერალ მაზნიაშვილის“ მედალი გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მიღებას აშშ-ის აკადემიური წრის, თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლები დაესწრნენ. პენტაგონიდან მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ მრავალეროვნულ წვრთნებსა და ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების ამერიკელ პარტნიორებთან მხარდამხარ მსახურზე გაამახვილეს.

ღონისძიებას დაესწრნენ ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრები, რომლებიც ამჟამად აშშ-ის სხვადასხვა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლობენ. მიღებაზე იმყოფებოდა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაჭრილი ქართველი მშვიდობისმყოფელი, ლეიტენანტი ივერი ბუაძეც, რომელიც ვაშინგტონში უალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა