კახა კალაძე შეკითხვაზე, შეუქმნის თუ არა გუნდში პრობლემებს მისი მაღალი რეიტინგი - პრობლემებს რატომ შემიქმნის? ვფიქრობ, იამაყებენ

თბილისის მერის, კახა კალაძე ფიქრობს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ შედარებით დაბალრეიტინგული ლიდერები, მისი რეიტინგით იამაყებენ. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე: შეუქმნის თუ არა კალაძეს მისი საკმაოდ მაღალი რეიტინგი პრობლემებს თანაგუნდელებში? - თბილისის მერმა უპასუხა, რომ ეს პრობლემებს არ შეუქმნის.

„პრობლემებს რატომ შემიქმნის? მე სპორტიდან მოვდივარ. გეტყვით ჩემ დამოკიდებულებას. ერთი რამ ვიცი და მჯერა, როგორც სპორტში, ასევეა პოლიტიკაშიც, თუ არ არსებობს გუნდი, რომელიც ძლიერი ადამიანებისგან, პროფესიონალებისგან არის დაკომპლექტებული, ერთი ადამიანი, ორი ადამიანი, სამი ადამიანი შეუძლებელია გაუმკლავდეს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, ან მოიგოს თამაშები, როგორც სპორტშია. ამიტომ გუნდურობა არის მთავარი. რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, უკეთესია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. ვისურვებდი, ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით და გაკეთებული საქმეებით. ეს ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის იქნება პლუსი და დადებითი და პირველ რიგში, ეს იქნება ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, როგორი იქნება შედარებით დაბალრეიტინგული ლიდერების რეაქცია და რამდენად მოეწონებათ, რომ ქალაქის მერი მათზე მაღალრეიტინგულია? - კალაძემ უპასუხა: „ვფიქრობ, იამაყებენ“.

„ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული, იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, იყოს გამწვანებული ადგილები, გამოსწორდეს ეკონომიკური მდგომარეობა. უამრავი პრობლემაა და ამას სჭირდება ღირსეული პასუხი. პოლიტიკურ ნაწილში ვიმეორებ, კვლევას არ ვენდობი, ხშირად ხდებოდა მანიპულირება“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო