საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი კომპანია „სარაჯიშვილის“ წარმომადგენლებს შეხვდა და საპენსიო რეფორმის დადებითი ასპექტები გააცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვაჟა ჯაფოშვილმა დამსწრეებს სქემის მონაწილის პროცედურებზე, ბენეფიტებზე მიაწოდა ინფორმაცია და საერთაშორისო გამოცდილებაზე ესაუბრა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ კომპანიის წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო.
„განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გასულ კვირას 200-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა სქემაში, მათ გაიაზრეს საპენსიო რეფორმის მნიშვნელობა და ის დიდი სარგებელი რაც გრძლვადიან პერსპექტივაში ყოველ მოქალაქეზე აისახება“, - განაცხადა ვაჟა ჯაფოშვილმა.