სენაკის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

სენაკის საკრებულოს სხდომაზე ინციდენტი მოხდა. დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ ბორის სოსელია ამბობს, რომ მას საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ზაზა ნაჭყებიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, სხდომის დაწყებამდე მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება ზუგდიდის მერის არჩევნების საკითხის განხილავს მოჰყვა.

„საავადმყოფოში ვარ. საკრებულოს სხდომაზე ამბობდნენ, რომ ზუგდიდში ჩატარდა დემოკრატიულად არჩევნები, ამას მე არ დავეთანხმე და შელაპარაკება მოხდა. სხდომის დახურვის შემდეგ გარეთ უნდა გავსულიყავით, რა დროსაც ფიზიკურად შემეხო. სიტყვიერი შელაპარაკება იყო თავიდან, მაგრამ შეურაცხყოფა არ მიმიყენებია“,- განაცხადა ბორის სოსელიამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა განუცხადა, დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება იყო, თუმცა მას არ უნახავს დაარტყა თუ არა ნაჭყებიამ სოსელიას.

„რიგგარეშე სხდომა გვქონდა დღეს დანიშნული. ვიდრე დღის წესრიგს დავამტკიცებდით, ყოფილ „ნაციონალს“ და ახლა „ევროპული საქართველოს“ წევრს ბორის სოსელიას შელაპარაკება ჰქონდა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ზაზა ნაჭყებიასთან. ძალიან ცუდი სიტყვებით მიმართა. ორივე დავაწყნარე, ჩვეულებრივ გაგრძელდა სხდომა. ორი საკითხი იყო, ორივე მივიღეთ და ოპოზიციაც დაეთანხმა. სხდომის დარულების შემდეგ გასვლას ვაპირებდით, როდესაც მათ შორის კამათი კვლავ დაიწყო. მე ისეთ ადგილას ვიდექი, არ მინახავს დაარტყა თუ არა, არც არავინ ამბობს, რომ ფიზიკურ დაპირიპირებას ჰქონდა ადგილი, თუმცა, სოსელია ცუდად გახდა. წნევიანი კაცია და სასწრაფო გამოვიძახეთ, რომლემაც საავადმყოფოში გადაიყვანა“, - განაცხადა ბადრი კალანდარიშვილი.

სენაკის საავადმყოფოში აღნიშნავენ, რომ პაციენტი მაღალი წნევით შეიყვანეს, რომელსაც კვლევები უტარდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა