აფხაზეთის ტურიზმის ე.წ. მინისტრი -  ოპოზიციის პროტესტის შედეგად, ტურიზმი მილიონნახევარი რუბლით დაზარალდა

ბზიფში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ცენტრალური გზის გადაკეტვის შედეგად, ოკუპირებულმა აფხაზეთმა მილიონნახევარი რუსული რუბლი იზარალა. ამის შესახებ აფხაზეთის ტურიზმისა და კურორტების საკითხებში ე.წ. მინისტრმა ავთანდილ ღარცკიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ გზის გადაკეტვის გამო 20 ავტობუსი უკან გაბრუნდა.

„ტურისტები, რომლებიც აფხაზეთში ჩამოდიან, ტოვებენ ფულს, როდესაც ჩვენ ბაზრებში პროდუქტებს და საქონელს ყიდულობენ,“ - განაცხადა ღარცკიამ.

ის იმედოვნებს, რომ „რესპუბლიკაში“ გზის გადაკეტვა აღარ გამეორდება, რადგან ეს ტურიზმზე უარყოფითად მოქმედებს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც უვადო პროტესტის შესახებ 20 მაისს გამოაცხადეს, გამთენიისას დასახლება ბზიფთან ცენტრალური გზა გადაკეტეს, რომელიც დღეს, შუადღის გაიხსნა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ „გენერალურმა პროკურატურამ“ დაიწყო მასალების შეგროვება დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა